მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში

ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

„ნიკა მელიას აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა, ამიტომაც მოიმიზეზა „ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება“ და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა“, - ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი აცხადებს.

მჭედლიშვილის თქმით, ოპოზიცია ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში გაიხლართა და, მისივე თქმით, აღნიშნული კანონის მიღება შესაძლოა, გაიწელოს:

„ნიკა მელიამ ბევრია იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში. თან ისე გაიხლართა, რომ ამნისტიის კანონის მიღება შეიძლება მაგრად გაიწელოს. ამ ვაჟბატონს კი აღარ უნდა ციხეში ჯდომა, გარეთ უნდა სეირნობა და სისულელეების ფრქვევა. ხოდა, ამიტომაც მოიმიზეზა „ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება“ და მოითხოვა ამნისტიის კანონპროექტის გაწვევა.

უპრინციპობა თუ გინახავთ სადმე ან წაგიკითხავთ, სწორედ აი ასეთ უპრინციპობასთან გვაქვს ახლა საქმე.
ალამუთელი ვარო, მაგრამ დაიჭირეს. არ მინდა გირაოო, ახლა გირაოს ითხოვს. გაიწვიეთ დროზე კანონპროექტი, დროზე გირაოო! თუმცა ნიკა მელია არც პრინციპებით და არც ინტელექტით არასოდეს გამოირჩეოდა ადრეც, მაგრამ ის ზედგამოჭრილი ლიდერია ოპოზიციის,“ - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები ამნისტიის შესახებ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ კანონპროექტებს წარადგენენ. მმართველმა გუნდმა კანონპროექტის თავისი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი ამას დღეს გააკეთებს.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

ამავე თემაზე:

⭕ მელია დათანხმდება გირაოს, მერე ამნისტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს და შევლენ პარლამენტში - ვლადიმერ ბოჟაძე