მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა“ - პრემიერი

პრემიერი მთავრობის ადმინისტრაციაში

„Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

მთავრობის მეთაური საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს მადლობას უხდის.

„მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს საქართველოს უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. #ვაქცინამუშაობს!" - აცხადებს გიორგი გახარია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ზოგიერთების პოპულისტურ მოწოდებებს არ უნდა ავყვეთ“ - ცერცვაძე

✔️ 253 თბილისი, 44 აჭარა - კორონავირუსის გავრცელების არეალი საქართველოში