მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფაქტია პარტიის შიგნით შიდა დუღილია - მდინარაძე „გირჩის“ შესახებ

უმრავლესობის ლიდერი - მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განცხადება გააკეთა პარტია „გირჩის“ შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე.

„ყველა ვგრძნობთ და ვხედავთ, რომ პარტიების შიგნით შიდა დუღილია. ცდილობენ, რომ შიგნით არსებული დაპირისპირება გარეთ არ გამოვიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ასეა.

საბოლოო ჯამში ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის ვთქვათ, რომ ვიმედოვნებთ, საღი აზრი გაიმარჯვებს და ისინი პატივს სცემენ თავის ამომრჩეველს , გადაწყვეტილებას კი საბოლოოდ ყველანი ერთად მიიღებენ სახელმწიფოს და საზოგადოების სასარგებლოდ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

პარტიის ლიდერის განცხადება იხილეთ ბმულზე.

ზურაბ ჯაფარიძეს განცხადებას დღეს გამოეხმაურა პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი თქმით, ამის მიზეზი გაურკვეველია.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

📌 „პარლამენტში შესვლა დაპირისპირების მიზეზი არ ყოფილა, სხვა რაღაც მგონია და ჯაფარიძემ უნდა დააზუსტოს“ - ვახტანგ მეგრელიშვილი

📌 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო