მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პრაქტიკულად, ნიკა მელიას სვლა აღარ დარჩა, გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს“- გია ვოლსკი

უმრავლესობის წევრი, ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი მიზანი - მიხეილ სააკაშვილით დაწყებული, ნიკა მელიას ადვოკატებით დასრულებული - იყო ის, რომ როგორმე მელიასგან წამებული გმირის ფიგურა შეექმნათ. ეს არ გამოვიდა - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნიკა მელია გირაოს უნდა დათანხმდეს მას სხვა გზა არ აქვს.

„ევროკავშირის ჩარევა, საერთაშორისო და ქართული საზოგადოების მოთხოვნა პოლარიზებულია იმ პოზიციასთან, გეგმასთან და იმ სტრატეგიასთან, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ამ ორ განზომილებას შორის არის დაკარგული მელია. არ მგონია, ადვოკატებმა სწორი რჩევები მისცენ, მათი მოქმედება დავინახეთ სასამართლოში. გირაოსთან დაკავშირებით არანაირი პოლიტიკური სვლა არ იქნება.

პრაქტიკულად, სვლა აღარ დარჩა და გირაოს უნდა დათანხმდეს და გამოვიდეს. მაგრამ ამ როლიდან და ფუნქციიდან ვერ გამოდის, რომელსაც ჰქვია შტურმის მომწყობთა ბრიგადირი. ეს არის როლი და ის ფუნქცია, რაც მოირგო. ამ როლით ვერ გახდა პოლიტიკური გმირი და პოლიტიკური წამებული.

არ ვიცი, შემდეგ რა ნაბიჯებს გადადგამენ, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნების და პარლამენტში მუშაობის თემა, ასევე ეკონომიკურ საკითხებზე, ჯანდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე არ არის ის ამოცანა, რომელსაც ემსახურება გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მიზანი“– განაცხადა გია ვოლსკიმ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მიმაჩნია, რომ ამნისტიაზე აჟიოტაჟი ძალიან გაბერილია“- ალეკო ელისაშვილი

✅გირაოსაც დათანხმდა მელია, ამნისტიასაც მიიღებენ როგორც შეთანხმდნენ, პარლამენტშიც შევლენ და ახალ არჩევნებამდეც იწიკვინებენ - ირაკლი ლატარია

✅გია ხუხაშვილი: მელია დღეს დგას მორალური დილემის წინაშე, ეს ჭადრაკია