მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გირაოსაც დათანხმდა მელია, ამნისტიასაც მიიღებენ როგორც შეთანხმდნენ, პარლამენტშიც შევლენ და ახალ არჩევნებამდეც იწიკვინებენ - ირაკლი ლატარია

ექპსერტი ირაკლი ლატარია, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია Pia.ge

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის თანახმად, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

„გირაოსაც დათანხმდა მელია, ამნისტიასაც მიიღებენ (როგორც შეთანხმდნენ), პარლამენტშიც შევლენ და ახალ არჩევნებამდეც იწიკვინებენ!!! ეს ისე, ამრევ-კრიმინალთა პრინციპულობის ისტორიაა!“ - წერს ირაკლი ლატარია.

ცნობისთვის, ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება.

ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.

მმართველმა გუნდმა კანონპროექტის თავისი ვერსია უკვე დაარეგისტრირა, ოპოზიცია კი ამას დღეს გააკეთებს.

ამავე თემაზე:

მელია დათანხმდება გირაოს, მერე ამნისტიას, „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებს არჩევნების შედეგებს და შევლენ პარლამენტში - ვლადიმერ ბოჟაძე

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ნიკა მელიამ ბევრი იფიქრა თუ ცოტა, მიხვდა, რომ ოპოზიცია მაგრად „გაიხლართა“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობაში

პოლიტიკური უპრინციპობა და ირაციონალურობაა, როცა პარტიის თავმჯდომარე ამბობს ვერ დამიჭერთ, ბოლოს რა გამოვიდა? დააკავეს და ახლა გამოდის, დათანხმდა ევროკავშირის გირაოს - გია აბაშიძე