მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ გაიყოფენ „გირჩს“ „გირჩელები“?

გირჩი არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩში“ იაგო ხვიჩიასთან, სანდრო რაქვიაშვილთან და ვახო მეგრელიშვილთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. 

ვინ რჩება პარტიაში და ვინ მიდის, ამასთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძის პრესსამსახურმა PIA.GE-ს განუცხადა, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„ერთადერთი რაც არის ახლა გარკვეული, ზურაბ ჯაფარიძე ამ სამ ადამიანთან პარტიული თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ აპირებს.

დანარჩენი, ვინ მიდის, როგორ იშლება „გირჩი“, რა ნაწილებს გაიყოფენ და ა.შ. არ არის ჯერჯერობით გარკვეული. მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც კი ცნობილი იქნება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა მედიასთან გავაჟღერებთ“,- აცხადებს “გირჩის“ პრესსამსახური.

მისი თქმით, დაპირისპირება იაგო ხვიჩიას პოსტის შინაარსის გამო არ მომხდარა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მათ შორის პატარ-პატარა კონფლიქტები იყო.

„ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი იაგო ხვიჩიას პოსტის შინაარსის გამო არ მომხდარა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პატარ-პატარა კონფლიქტები ჰქონდათ და აქედან გამომდინარე, ზურაბ ჯაფარიძემ გადაწყვიტა, რომ ამ ადამიანების გარეშე უფრო კომფორტულად გააკეთებდა საქმეს“,- ამბობს ზურაბ ჯაფარიძის პრესსამსახური.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო