მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სანდრო რაქვიაშვილი: ზურაბ ჯაფარიძემ ულტიმატუმები წაგვიყენა, მიზეზი არავინ იცის

გირჩის წევრი

„გუშინწინ საღამოს ზურაბ ჯაფარიძემ გარკვეული ულტიმატუმი წაგვიყენა“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს.

როგორც მან აღნიშნა, ამ ულტიმატუმის შინაარსი იყო ის, რომ ისინი უნდა ჩამოშორდნენ პარტიას.

„ამ შემთხვევაში ეს ალბათ იაგოს ეხება. ულტიმატუმებში საუბარი იყო ცენზურასა და პარტიის ჩამოშორების შესახებ.

მათ შორის არის 2 ნაკლებად მნიშვნელოვანი პუნქტიც. წარმოუდგენელია, რომ „გირჩში“ ვიღაცამ ცენზურა დააწესოს თემებსა და პოზიციებზე.

ამის შემდეგ იყო საუბრის მცდელობა, მიზეზის გაგების, მაგრამ დიალოგი არ შედგა“, - აცხადებს რაქვიაშვილი.

როგორც სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, მათ თავადაც არ იციან რა არის ამ ულტიმატუმის მიზეზი.

ცნობისთვის, დღეს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

პარტიის ლიდერის განცხადება იხილეთ ბმულზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

📌 იაგო ხვიჩია: რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი ჯაფარას მეგობარი და დამფინანსებელია

📌 ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ჩემი, იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო