მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ვახო მეგრელიშვილი: „გირჩი“ დღეიდან შიგნით ლაპარაკს იწყებს, ჯერჯერობით ვერაფერს გაიგებთ

გირჩის პარტიის წევრი

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი წევრის ვახო მეგრელიშვილის თქმით, პარტია დღეიდან შიგნით ლაპარაკს იწყებს.

„ვიწყებთ იმ პრობლემებზე საუბარს, რომელიც ჩვენ გვაქვს. მედია ამას გაიგებს ან ჯგუფიდან (ფეისბუქიდან) ან მაშინ ვიტყვით, როცა გაირკვევა, რა პოზიციები ჩამოყალიბდა.

ჯერჯერობით საერთოდ ვერაფერს ვერ გაიგებთ, რადგან არაფერია ცნობილი“, - დასძინა ვახო მეგრელიშვილმა.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, მათ უნდა დაადგინონ რას ნიშნავს „გაყრა“.

„ზურას ულტიმატუმები ძალიან უცნაურად გამოიყურება და მგონია, რომ ჯობს გადახედოს კომუნიკაციების ფორმებს. კონფლიქტი პარტიაში არ მიმდინარეობს, ეს პერსონალურია და წლებია გრძელდება“, - განაცხადა ვახო მეგრელიშვილმა.

ცნობისთვის, 4 დეკემბერს პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ გაავრცელა განცხადება, რომ მისი, იაგოს, სანდროს და ვახოს გზები გაიყო.

ზურაბ ჯაფარიძეს ამ განცხადებას გამოეხმაურა პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი და მათი თქმით, ამის მიზეზი გაურკვეველია.

დღეს კი „გირჩის“ ლიდერმა კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, სადაც პარტიის წევრებს ულტიმატუმებს უყენებს.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 ზურაბ ჯაფარიძის ულტიმატუმი თანაპარტიელებს

👉 სანდრო რაქვიაშვილი: რას ნიშნავს „სახელი სჭირდება“? მიდის და ახალ პარტიას აარსებს?