მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვისურვებდი, ასეთ დეკლარირებულ პრორუსებს მხარდაჭერა არ ჰქონდეთ“ - ელისაშვილი ლევან ვასაძეზე

ელისაშვილი

დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით ბიზნესმენ ლევან ვასაძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ვისურვებდი, რომ ასეთ დეკლარირებულ პრორუსებს არ ჰქონდეთ არანაირი მხარდაჭერა. ვისურვებდი, თორემ ექნებათ თუ არ ექნებათ, ამას ვნახავთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

👉 ლევან ვასაძე პოლიტიკურ ორგანიზაციას აფუძნებს

„პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება მივიღე, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითადი მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანა პერმანენტულ კრიზისშია როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად,“ - აცხადებს ლევან ვასაძე.