მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა არაფერს ნიშნავს“ - სალომე სამადაშვილი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი შეთანხმების ჩაშლას“

„2 ოქტომბერს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ წყდება, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ლელოს“ წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და მას სრული უფლება აქვს, საქართველოში მშვიდობიანად დაბრუნდეს

„2 ოქტომბერი არ არის რეფერენდუმი ან გამოკითხვა იმაზე, რომელი ქართველი პოლიტიკოსი სად იქნება. ეს არის დღე, როდესაც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ჩემთვის 2 ოქტომბერს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამე წყდება ამ ქვეყნის მომავლისთვის, ვიდრე რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა ან მისი პოლიტიკური მომავალი. ჩვენი გეგმა უახლოეს მომავალში არის ის, რომ ამ დღეებში კიდევ ერთხელ მივიტანოთ ჩვენი სათქმელი საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას, ოპოზიციის მხარდაჭერას და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემას აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა ქვეყნის მომავლისთვის.

შესაძლოა, სააკაშვილის დაანონსებული დაბრუნება ეხმარება „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ მობილიზაცია გაუკეთოს ამომრჩეველს, შეიძლება მომხრეების დასარაზმად მათთვის მნიშვნელოვანია.

მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და მიმაჩნია, რომ ის უნდა იყოს საკუთარ ქვეყანაში. დანარჩენი ჩამოვა თუ არ ჩამოვა - ეს მისი გადასაწყვეტია. მიხეილ სააკაშვილის დაკავება „ქართული ოცნებისთვის “ სერიოზული პრობლემა იქნება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს.

როგორც სააკაშვილი აცხადებს თვითმფრინავის ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს, რადგან აღნიშნულ არჩევნებზე „საქართველოს ბედი წყდება“.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე