მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე

„დედას ბუშტი გვიბრუნდება“

„სასაცილოა, რომ ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება“, - ასე გამოეხმაურა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლას.

წულუკიანის თქმით, თუკი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა, მას აუცილებლად დააკავებენ:

„ჩემი რეაქცია არის დამცინავი, სერიოზულად ვერ აღვიქვამ პიროვნებას, რომელიც აცხადებს, რომ თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელია. ეს არის ყველაზე დიდი ანეკდოტი. სასაცილოა, რომ ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება, ვნახოთ, რა იქნება, თუ მაინც ჩამოვა, რა თქმა უნდა, ის დაკავებული იქნება იმ ადგილას, სადაც გადმოკვეთს საზღვარს. მისი ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ აჩვენებს, ჩვენ მომხრეებს და დესტრუქციული ოპოზიციის მოწინააღმდეგეებს, რომ მნიშვნელოვანია 2 ოქტომბერს მობილიზება“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბილეთი უკვე ნაყიდი აქვს და საქართველოში 2 ოქტომბერს დაბრუნდება.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „გარწმუნებთ, ჩამოდის“ - გუბაზ სანიკიძე სააკაშვილზე