მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ფეისბუკ გვერდზე მორიგ განცხადებას აქვეყნებს.

ის საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ უკან დახევას არ აპირებს.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა იქნება საქართველოსთვის სასიკვდილო განაჩენის ხელმოწერა. ამიტომ 2 ოქტომბერს ყველა უნდა მივიდეთ არჩევნებზე საქართველოს გადასარჩენად, ხოლო 3 ოქტომბერს დილიდან მთელი საქართველოდან დავიძრათ თბილისისკენ არჩევნების შედეგების დასაცავად. მეც შევუერთდები ერთ-ერთ ასეთ კოლონას.

ამიტომ ჩემი თხოვნაა, კოლონები იყოს მრავალრიცხოვანი და მძლავრი, რათა ვერ შეძლონ ჩემი შეჩერება. თუ მანამდე მოახერხა უზურპატორმა მთავრობამ ჩემი დაკავება, ამან კიდევ მეტად უნდა გააძლიეროს ჩვენი ძალა. ორივე შემთხვევაში მე უკან არ ვიხევ და იმედია არც თქვენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავდა. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ის ბათუმში იმყოფება.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოშია“ - მარია ბარაბაშ

✅„აი, ეს არის ჩემი ბათუმი“ - მიხეილ სააკაშვილი ვიდეო მიმართვას აქვეყნებს (ვიდეო)

✅„ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისაკენ“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე