მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოშია“ - მარია ბარაბაშ

კოვიდინფიცირების გავრცელების არეალი საქართველოში

„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოში იმყოფება“, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელმა, მარიამ ბარაბაშმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინა გუშინ დატოვა.

„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოში იმყოფება. როგორც მისი ოფისის ხელმძღვანელი ეს შემიძლია დავადასტურო, მან სულ ცოტა ხნის წინ დაწერა ამის შესახებ პოსტი ფეისბუკზე და მეც შემიძლია ინფორმაცია დავადასტურო. ჩემი ინფორმაციით, გუშინ დატოვა კიევი.

სამი დღის წინ მან შეკრიბა გუნდი და გვითხრა, რომ საქართველოში მიდიოდა, რადგან ახლა გარდამტეხი მომენტია ქვეყნისთვის, როცა არჩევანი ევროპასა და წარსულს შორის უნდა გაკეთდეს. გვითხრა, რომ უნდა წავიდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი რეფერენდუმია და საქართველოში უნდა იყოს“, - განაცხადა მარია ბარაბაშმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე

👉 „თუ ის წერს, რომ საქართველოშია, ესე იგი საქართველოში იმყოფება“ - ენმ-ს პრესსამსახური

👉 „ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისაკენ“