მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისკენ“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე

თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილი

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის გავრცელებულ სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ესალმება მოქალაქეებს.

PIA.GE-სთან საუბარში თაკო ჩარკვიანმა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა ყოფილი პრეზიდენტი მართლაც საქართველოში იმყოფებოდეს.

„სააკაშვილს დაუწერია „ფეისბუკზე“ და შესაძლოა, საქართველოშიც იყოს. როგორ განვითარდება მოვლენები, ხელისუფლება სამოქალაქო ომს ხომ არ დაიწყებს, არა? ყველამ გონებას მოუხმონ და სახელმწიფოებრივად იაზროვნონ. მე შევთავაზე შეხვედრა ხელისუფლებას, საქართველოში ისე აიზილა სიტუაცია და ისეთი მძიმე სიტუაციაა, ვითომ კოჰაბიტაცია აღმოჩნდა, რომ თურმე შანტაჟია.

ეს თუ ჩემს სამშობლოში ხდება, მსგავსი არაფერი მინახავს, შესაბამისად რა დაგვრჩა? უდანაშაულო ადამიანები არიან მესიჯებით გასამართლებულები.

დანგრეული დალეწილი სახელმწიფო გვაქვს, ამ ვითარებაში ვუთხარი ხელისუფლების წარმომადგენლებს, გადადგით ნაბიჯი დიდი შერიგებისკენ, როგორც მომხდარა ისტორიულად. ისეთი ვითარებაა, რომ სხვა ვერაფერს ვერ შევთავაზებდი. ეს დაეხმარება ვითარების განმუხტვაში, სხვა ვარიანტი არ არის, ბევრს ეშინია ქონების დაკარგვის, მატერიალისტები არიან, ქართველები ვსვამთ წერტილს, რაღაცნაირად უნდა დავიწყოთ, სხვა გზა არ არის, რყევაში ხომ არ შეიძლება სახელმწიფო იყოს?“, - აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა Pia.ge-სთან საუბარში.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

იხილეთ აგრეთვე:

✅„ჩემი შემოთავაზება ასეთია, დაიწყოს საქართველოში დიდი შერიგება“ - თაკო ჩარკვიანი

✅„ჭიდაობას და დატაკებას არავინ არ აპირებს“ - თაკო ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე (ვიდეო)

✅„ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ შევირცხვინოთ, არ გავასამართლებინოთ“ - თაკო ჩარკვიანი