მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეკონომიკის აღმავლობა დაიწყო“ - ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

„ეკონომიკის აღმავლობა დაიწყო, ტურისტებით გადავსებულია სასტუმროები“ - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან Army City-ს დათვალიერებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო და ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს.

„ეკონომიკის სწრაფი აღმავლობა დაიწყო. აპრილი რეგიონში და ალბათ მსოფლიოშიც, გვქონდა უპრეცედენტო, 45%-იანი ზრდა. მაისში 255-იანი, ივნისშიც ველოდებით ორნიშნა ზრდას. პირველ 5-6 თვეში გვაქვს 11-12%-იანი ზრდა, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ წელს მაღალი ალბათობით გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს მეტ კეთილდღეობას, მეტ შემოსავალს ბიუჯეტში და მეტი პროექტების განხორციელებას.

ბიზნესი არის ოპტიმისტურად განწყობილი, რაც ძალიან გვახარებს. ტურისტების მომრავლება შეინიშნება ქუჩებში და ხედავთ, რომ სასტუმროები პრაქტიკულად გადავსებულია. ეს, რა თქმა უნდა, აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

ვის სურს ამ პროცესის შეფერხება? ამ პროცესის შეფერხება სურთ რადიკალურ, დესტრუქციულ ძალებს და ჩვენს მტრებს, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის მტრებს. აქედან გამომდინარე, იმას, რასაც ვუყურებთ ბოლო დღეების განმავლობაში, რაღაც ერთგვარი აჟიოტაჟი, რაც ატეხილია ჩვენს საზოგადოებაში, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.