მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მინდა მივმართო იმ კუნთმაგარ ბიჭებს, კუნთებზე რომ იყურებოდნენ და ეს ჰგონიათ კაცობა: ახლა სადა ხართ? - ნინო ბურჯანაძე

პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ ფარული ჩანაწერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ევროკავშირი და ნატო კი არა, ევროსაბჭოდანაც შეიძლება გაგვრიცხონ.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უნდა უთხრას ხელისუფლებას, არ გაბედონ ქვეყნის უარესად არევა.

„ისედაც დააქციეს ქვეყანა და შელახეს საქართველოს პრესტიჟი. არ მეგულება ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც არ აღმოჩნდებოდა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისში, როდესაც აღმოჩნდებოდა, რომ უსმენენ პოლიტიკოსებს, მარტოხელა ქალებს, ელჩებს, სამღვდელოებას.

მინდა მივმართო იმ კუნთმაგარ ბიჭებს, კუნთებზე რომ იყურებოდნენ და ეს ჰგონიათ კაცობა: ახლა სადა ხართ? ახლა რატომ არ იცავთ ეკლესიას? ახლა რატომ არ გამოდიხართ და რატომ არ ითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ დასაჯონ ის ადამიანები, ვინც სასულიერო პირებს უსმენენ? თუ ახლა აღარ გაფინანსებენ?

ვაჟკაცობა არც შარვლით სიარულია, არც კუნთებია, ვაჟკაცობა არის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, როდესაც შენ არ იკადრებ იმას, რაც კაცმა არ უნდა იკადროს.

პეტრეს უსმენენ თუ პავლეს, ნებისმიერი მოსმენა არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასე თუ გაგრძელდა, საერთოდ ცივილიზებულ სამყაროს შეიძლება მოვწყდეთ და ეს სახელმწიფო აღარ იქნება. იმ სიბინძურიდან უნდა ამოვიყვანოთ ქვეყანა, სადაც ყელამდე ვართ და იმდენს ნუ ვიზამთ, რომ ჩავყვინთოთ ამ სიბინძურეში“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

იხილეთ აგრეთვე:

✅„მე არასდროს არც ვყოფილვარ და არც ვიქნები პრორუსული“ - ნინო ბურჯანაძე (ვიდეო)