მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, 2020 წელი

„არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში... ეს იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე,“ - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და ამით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს.

„არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში... ეს იმ დროს როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე ,რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.

მართალი თუ ტყუილი ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს, სიმშვიდეს და ძაბავს ისედაც დაძაბულ და გადაღლილ საზოგადოებას, აჩენს კიდევ გაზრდილ პოლარიზაციის წინაპირობას.

ვინც ამ თემას ტირაჟირებას უკეთებს და მით სპეკულირებს, გამოდის, რომ არც ქვეყანაზე არც სამართლიან არჩევნებზე ფიქრობს, არამედ ფსონს დებს, როგორც ნათქვამი აქვთ, 3 ოქტომბერზე, ქუჩის გამოსვლაზე, ანუ დესტაბილიზაციაზე. სიტყვით მოქალაქეებს მშვიდობიან არჩევნებზე მისვლისკენ უწოდებენ და ქმედებებით რეალურად აჩენენ ეჭვს რომ არჩევნების მაგივრად მიმდინარეობს სხვა მზადება.

მეორეს მხრივ, ხელისუფლების რეაქცია არ არის, ის რაც ევალება, რასაც საზოგადოება ელოდება და რაც მას დაამშვიდებს და დააბრუნებს წინასაარჩევნო განწყობაზე. კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან რომლებიც ვალდებულნი არიან ფაქტებით დაუდასტურონ საზოგადოებას ტყუილ მართალი და ამით დააწყნარონ. დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა, როცა ქვეყანაში სახელმწიფო სტრუქტურების ეფექტურობას ვიღაცები კითხვის ქვეშ აყენებენ“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

„ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, წინასაარჩევნოდ დაძაბულობისა და დესტაბილიზაციის ყველა მცდელობა და ყველა კერა აღკვეთოს და არა მისცეს გზა პოლარიზაციას, თუნდაც საკუთარ მოწოდებებით.

პასუხისმგებლობა მშვიდ და თავისუფალ საარჩევნო გარემოს შენარჩუნებაზე ხელისუფლების ხელშია.

საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამე თუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია. სამოქალაქო დაპირისპირების დრო გავლილია და არავინ პასუხისმგებელი ამ ცეცხლს არ უნდა ეთამაშებოდეს თუ კი ქვეყანა და მისი მომავალი ადარდებს. ეს დრო მჯერა არ დაბრუნდება დაბრუნდება, რადგან ჩვენი მოქალაქეები პოლიტიკოსებზე ბევრად ფხიზლად არიან. მე მათთან ვდგავარ, არა რომელიმე ქუჩაზე თუ მოედანზე, არამედ კონსტიტუციური წესრიგის და მშვიდი მომავლის მხარეზე. ყველას ვუწოდებ პასუხისმგებლობისკენ.

ქვეყნის სტაბილურობა არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, რომელსაც არავის, არასოდეს დავუთმობთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 1-ელ ოქტომბერს საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოშია და ბათუმში იმყოფება.

სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლას მისი პარტიის წევრები და მხარდამჭერები ადასტურებენ, თუმცა, შსს-ში გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეომიმართვას, რომელიც სააკაშვილის თქმით, ბათუმშია ჩაწერილი, მსოფლიო მედია ეხმაურება: „სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოში დაკავების საფრთხის მიუხედავად დაბრუნდა, მთავრობა ამ ინფორმაციას უარყოფს“, - ამის შესახებ BBC, Reuters, euronews.com, Bloomberg, France24 და სხვა გამოცემები იუწყებიან.

ამავე თემაზე:

ნიკანორ მელია საღამოს 9 საათზე გააკეთებს განცხადებას თავის კანდიდატურის მოხსნის შესახებ - ლევან ნიკოლეიშვილი

სადაც სააკაშვილია, იქ ცირკია - დიმიტრი პესკოვი

⭕„3 ოქტომბერს მეც შევუერთდები თბილისისკენ ერთ-ერთ კოლონას “- მიხეილ სააკაშვილი

⭕„მიხეილ სააკაშვილი ახლა საქართველოშია“ - მარია ბარაბაშ