მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ ის წერს, რომ საქართველოშია, ესე იგი საქართველოში იმყოფება“ - ენმ-ს პრესსამსახური

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Pia.ge

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის სალომე სიგუას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა იყოს.

„თუ მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ის საქართველოშია, ანუ ის ნამდვილად საქართველოში იმყოფება“, - განუცხადეს საინფორმაციო სააგენტო pia.ge-ს ენმ-ს პრესსამსახურში.

მიხეილ სააკაშვილის შემოსვლის და საქართველოში ყოფნის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას 2 ოქტომბერს გეგმავს. თუმცა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა სადაც წერს რომ ის 8 წლის შემდეგ საქართველოშია.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ავიღე ბილეთი“ - სააკაშვილი საქართველოში დაბრუნების თარიღს ასახელებს (ვიდეო)

👉 „ბილეთის დაჯავშნა, ჩამოსვლას არ ნიშნავს“ - ვახტანგ ძაბირაძე

👉 „დედას ბუშტი გვიბრუნდება“ - თეა წულუკიანი სააკაშვილზე