მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

10 ოქტომბერს ტაძრებში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საქართველოს საპატრიარქო

10 ოქტომბერს საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

„ხვალ, 2021 წლის 10 ოქტომბერს, ყოვლად წმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში საღვთო ლიტურგიას აღავლენს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი).

ლიტურგიის შემდეგ, ისევე როგორც საქართველოს ტაძრების უმრავლესობაში, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება“, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათზე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

სამაშველო ოპერაციაში 300-მდე მაშველი მონაწილეობდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ამოყვანა შეძლეს, რომელთაგან 8 უკვე გარდაცვლილი იყო, ერთი ადამიანი კი, 36 წლის ქალი ინგა მეკეიძე, 9 ოქტომბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბათუმში მომხდარ ტრაგედიას სულ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 3 არასრულწლოვანია.

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 ადამიანი დააკავეს. დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

🔴 „ყველა სიტყვა უძლურია, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს“ - კახა კუჭავა

🔴 „ყველა დაკარგულის ცხედარი ნაპოვნია, სამძებრო სამუშაოები შეჩერდება“ - გომელაური

🔴 ბათუმში მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს