მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს არჩევნებზე“ - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ გავრცელებული ჩანაწერების შესახებ საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა და აღნიშნავს, რომ დიდი ხანია ეკლესიას „უტრიალებენ“ და მიმდინარეობს ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება.

ჯაღმაიძემ გააკრიტიკა ტელემედია და განაცხადა, რომ ისინი დაუსაბუთებელ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა სასულიერო პირის შესახებ.

„ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კიდევ, რომელიც მუდმივად ტრიალებს ეკლესიის ირგვლივ, ერევა ეკლესია პოლიტიკაში, არჩევნებში თუ არა. ზოგიერთ შემთხვევაში ბუნებრივად ხდება ხოლმე ეკლესიის მიმართ გამოხატული პოზიციით თავისივე ამომრჩევლებისკენ მათთვის საზიანო მესიჯის გაგზავნა.

დიდი ხანია ეკლესიას ამ კუთხით უტრიალებენ და ცდილობენ, რომ ერთ მხარეს ჩამოაშორონ მეორეს… მაშინ როდესაც ეკლესია მუდმივად გაერთიანებისაკენ ზრუნავს, თუმცა, თუკი ასეთი მონდომებით იქნებიან განწყობილი, ასეთი ლანძღვა და ცილისწამება იქნება, ხომ შეიძლება შეკითხვა დავსვათ, მართლა გინდათ, რომ ჩვენი აზრი ვთქვათ და ამ კუთხით ჩვენს მრევლს დაველაპარაკოთ: ვინ რა პოზიციას იჩენს ეკლესიის მიმართ, რა ცილისწამებით გამოირჩევა, რომელი ტელევიზია თუ პოლიტიკური დაჯგუფება? ამის მიხედვით მოვუწოდოთ მრევლს, რომ იმსჯელონ? თუ ეს დღის წესრიგში დგას მათთან, ჩვენს ამის გაკეთება შეგვიძლია და იქნებ ამაზე იფიქრონ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ტელევიზიები მონდომებულები არიან, რომ პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიაც ჩართონ.

„ამ ტელევიზიების უკან ვინც არიან, მათ ვუსვამთ საკითხს, ნამდვილად გინდათ, რომ ეკლესიამ ყველაფერი ილაპარაკოს, წინასაარჩევნოდ ნამდვილად გინდათ, რომ თავის მრევლს ყველაფერი დაუღეჭოს და უთხრას ყველაფერი, რასაც თქვენ შესახებ ვფიქრობთ? აი, შევხედავთ რამდენიმე დღე, კიდევ დავაკვირდებით რა რიტორიკა იქნება, რა პათოსი იქნება და შესაძლებელია, ამის მერე არავის აღარ უკვირდეს თუ ეკლესია მკაფიოდ ეტყვის თავის მრევლს რა გააკეთოს არჩევნებზე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ინფორმაციისთვის, 12 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერები, რომელშიც მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ არის მასალები.

პროკურატურამ მედიასაშუალებების მიერ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო.

იხილეთ აგრეთვე:

✅საქართველოს საპატრიარქო გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

✅„კეთილი ინებონ და დასაჯონ, გახარიას აუცილებლად ხელს დაადებენ და ამას ვნახავთ“ - მეუფე იაკობი ჩანაწერებზე