მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„კომენდანტის საათმა“ 23:00-დან 05:00 საათამდე გადაიწია

კომენდანტის საათი საქართველოში

გადაადგილების შეზღუდვის, „კომენდანტის საათის“ მოქმედების ვადა შეიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

კერძოდ, ახალი რეგულაციით, დღეიდან, „კომენდანტის საათი“ ქვეყნის მასშტაბით 23:00-დან 05:00 საათამდე იმოქმედებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე „კომენდანტის საათი“ 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებდა.