მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება

ლატარია ვაქცინრებულებისთვის

ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღიბრაძის თქმით, წლის ბოლომდე ლატარია ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება.

„ორშაბათიდან ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია იწყება. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ლატარიის კომპანია გაათამაშებს ფულად ჯილდოებს ვაქცინირებული პირებისთვის. ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 800 000 ლარს.

ლატარია ყოველდღიურ რეჟიმში გათამაშდება წლის ბოლომდე. ყოველდღიური გათამაშების გარდა იქნება ყოველკვირეული შემაჯამებელი გათამაშება. ცხადია, სხვადასხვა საპრიზო ფონდები იქნება. ყოველკვირეულად გათამაშდება 1000, 1500, 5000 და 10 000 ლარის ოდენობის ჯილდო, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება წლის ბოლოს იქნება და მისი საპრიზო ფონდი 100 000 ლარს შეადგენს.

გათამაშება შედგება ყოველდღიურად, ლატარიის კომპანია შემთხვევითობის პრინციპით შეარჩევს იმ პირებს, ვინც გამარჯვებულად გამოვლინდება. ლოტოტრონის პრინციპით იქნება მხოლოდ საბოლოო გათამაშება, თუმცა სხვა ტექნიკურ დეტალებზე ლატარიის კომპანია გააკეთებს განცხადებას“, - აღნიშნა ღიბრაძემ და დასძინა, რომ გათამაშებაში მონაწილეობას ერთჯერადად აცრილი პირებიც მიიღებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 13 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

🔴 „ვერ ვხედავ იმის საფუძველს, რომ საქართველოში ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს“ - ეკატერინე ტიკარაძე

🔴 „სრულად აცრილებში გარდაცვალების მაჩვენებელი 0.3%-ია“ - ტიკარაძე