მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პატრიარქის კურთხევით სააკაშვილის მოსანახულებლად დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი ციხეში მივიდა

პატრიარქის მდივანი

პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად რუსთავის მე-12 დაწესებულებაში შევიდა.

დეკანოზმა მედიას განუცხადა, რომ ციხეში შესასვლელად პატრიარქის კურთხევა აქვს.

სხვა დამატებითი კომენტარი დეკანოზს ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია.

ინფორმაციისთვის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს. იგი რუსთავის ციხეში იმყოფება და შიმშილობს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ, 2 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილი კიევისგან ყველა საჭირო დახმარებას მიიღებს.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ვთავაზობ ხელისუფლებას, სააკაშვილის საქმეები ჰააგის მოსამართლეებმა განიხილონ“ - ანა დოლიძე

⭕ რამდენ წლიანი სასჯელი ემუქრება სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში

„ციხეში სააკაშვილის ლიკვიდაციას გეგმავენ“ - თაკო ჩარკვიანი (ვიდეო)