მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რჩევა აცრის შესახებ არაკომპეტენტური ადამიანისგან არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ “ - მეუფე ნიკოლოზი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი

კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აპირებს აცრას.

მეუფე ნიკოლოზი მართლმადიდებელ ქრისტიანებს მიმართავს და ურჩევს, რომ პირადი აცრის შესახებ საჯაროდ არ ისაუბრონ.

„მინდა მართლმადიდებელ ქრისტიანებს ერთი რამ ვურჩიო. რჩევა პირადი აცრის შესახებ არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ არაკომპეტენტური ადამიანისგან, მეგობრისგან ან თუნდაც იმისგან, ვინც უკვე იავადმყოფა, იმისგან ვინც აიცრა ან არ აიცრა.

აუცილებლად მიმართეთ პირად ექიმს და რაც მთავარია, თუ შეიძლება, რომ მოგიწოდოთ და გთხოვოთ ასეთი რამ - შეწყდეს ამ თემაზე საუბარი. არავის არ გაუზიაროთ თქვენი პირადი აცრის შესახებ. თვითონ გადაწყვიტოს ადამიანმა, თვითონ აიცრას და მე ვთვლი, რომ ამ თემაზე საუბარი მცირედმორწმუნეობის გამოვლინებაა. იმიტომ რომ ჩვენ არავინ, არც მე და არც ჩვენი გარემოცვა, საერთოდ არ ვართ კომპეტენტური. ამ თემაში კომპეტენტურები არიან ექიმები, კარგი ექიმები არსებობენ, მიაგენით, მონახეთ და რასაც გირჩევენ, ისე მოიქეცით და ამას სხვას ნუ მოუყვებით. ეს არის ჩემი რჩევა“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა „ერთსულოვნების“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „როგორ შემიძლია ვთქვა, რომ კარგია, ყურს არ გაეგონება“ - მეუფე ნიკოლოზი ბერ იოანეზე (ვიდეო)

🔴 „ზიარებაზე არც აცრა და არც აუცრელობა არ იმოქმედებს“ - მეუფე ნიკოლოზი