მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საბავშვო ბაღები 4 ოქტომბრამდე არ იფუნქციონირებენ

თბილისის ახალი საბავშვო ბაღები

„საკოორდინაციო საბჭომ დღეს დამატებითი გადაწყვეტილებები მიიღო. როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ბაღები არ იფუნქციონირებს 4 ოქტომბრამდე“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ღიბრაძე აღნიშნავს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაზე მოქმედი შეზღუდვა 13 სექტემბრამდე გახანგრძლივდება, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში განახლდება.

სავალდებულო რჩება, ასევე, პირბადის ტარების რეგულაცია როგორც დახურულ, ასევე, ღია სივრცეში.

იხილეთ აგრეთვე:

✅სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში განახლდება

✅მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

„4 ოქტომბერს, ქალაქსა და სოფელში სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, სწავლა განახლდება აუდიტორიებში“ - მიხეილ ჩხენკელი