მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„შეწყდება თუ არა სკოლებში სასწავლო პროცესი“ - ეკატერინე ტიკარაძის განმარტება

ჯანდაცვის მინისტრი

„ამ ეტაპზე შეზღუდვებთან დაკავშირებით ინიციატივები არ გვაქვს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძე განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, სკოლის ჩაკეტვაზე მოლოდინი არ არსებობს.

„შეზღუდვებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე ინიციატივები არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ადგილზე ვიმსჯელებთ, რა შეიძლება იყოს მომდევნო ღონისძიება. სკოლის ჩაკეტვის თაობაზე მოლოდინი არ გვაქვს, რადგან დაავადებათა კონტროლის ცენტრთან განათლების სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს და მიმდინარეობს მონიტორინგი, ხდება კლასებისა და სკოლების დახურვა. მიმაჩნია, რომ ლოკალური მენეჯმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს მყისიერი რეაგირება და ამის საშუალებით თავი ავარიდოთ გლობალურ ჩაკეტვებს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „საქართველოში გარდაცვალების რაოდენობა ძალიან მაღალია“ - თენგიზ ცერცვაძე

👉 „გრიპის და კორონავირუსის ერთმანეთზე თანდართვა იქნება ძალიან დიდი დარტყმა“ - ეპიდემიოლოგები

👉 „რამდენიმე დღეა ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გაუარესებულია“ - ინფექციონისტი

👉 ორი ვირუსი ერთდროულად სიკვდილის რისკს აორმაგებს - ჯენი ჰარისი

👉 „შესაძლებელია, ეს მეხუთე ტალღის დასაწყისი იყოს“ - თენგიზ ცერცვაძე ეპიდვითარებაზე