საძიებო სიტყვა: ვაქცინაცია
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო სოციალურ ქსელში თბილისში ცოფის ვაქცინის დეფიციტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.„გვინდა, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას დედაქალაქში ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) ვაქცინის დეფიციტთან დაკავშირებით.გაცნობებთ, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს აქვს საკმაოდ დიდი მარაგი ანტირაბიული ვაქცინის და ჩვეულ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს ცხოველების ვაქცინაციას.დაინტერესებულ პირებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ, მოგვმართონ და აცრან ცხოველები მუნიციპალურ თავშესაფარში“, - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე წითელას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში წითელას შემთხვევა მნიშვნელოვნად გაზრდილია და საჭიროა, რომ მოსახლეობამ ვაქცინაცია დროულად ჩაიტაროს.მისი თქმით, საქართველოს ორ რეგიონში, კახეთსა და რაჭა-ლეჩხუმში ბოლო სამი წელია არ დაფიქსირებულა წითელას შემთხვევები.ამასთან, როგორც ჩხაიძე ამბობს, ყველაზე მეტად წითელა გავრცელებულია თბილისსა და სამცხე-ჯავახეთში. „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონში, 2024 წლის განმავლობაში 127 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და 1997 წლიდან ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. 25 წელზე მეტია ასეთი რაოდენობის წითელა ჯანმოს ევროპულ რეგიონში არ დაფიქსირებულა. ევროპაში 32 000 შემთხვევაა, თუმცა აქედან, ყველაზე მეტი ერთ ქვეყანაშია - რუმინეთში 27 ათასი. ევროპის კონტინენტზე წითელათი 18 ადამიანი გარდაიცვალა. ანალოგიური მდგომარეობაა აშშ-ში. 2024 წელს 285 შემთხვევა იყო, ახლა 4 თვეში არის 712. 2 შემთხვევა დადასტურებულია და 1 გამოკვლევის სტატიაშია, სავარაუდოდ, იქაც დაფიქსირდება გარდაცვალების შემთხვევა, რომელიც ამ ქვეყანაში ათწლეულებია არ ყოფილა.საქართველოში მატების დინამიკაა, თუმცა არა ისეთი მკვეთრი, როგორც სხვა ქვეყნებში. ჩვენთან 2022 წელს წითელას 12 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. 2023 წელს 26 და 2024 წელს 337. 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში 142 შემთხვევაა წითელასი ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში ყველაზე მეტი მატება სამცხე-ჯავახეთის რეგიონსა და თბილისში ფიქსირდება. სულ 2 რეგიონია სადაც არ დაფიქსირებულა წითელათი გარდაცვალება - კახეთი და რაჭა-ლეჩხუმი. წითელას შემთხვევები არ დაფიქსირებულა ბოლო 3 წლის განმავლობაში ამ 2 რეგიონში. წითელა გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადება. წითელათი ინფიცირების შემთხვევაში, შესაძლოა, ლეტალური შედეგებიც განვითარდეს. ენცეფალიტი, გულის დაზიანება, ფილტვების ანთება, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გართულებაა თავის ტვინის დაზიანების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც წითელას ინფიცირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ იჩენს თავს. ეს შეიძლება იყოს 5-10 წელი. სამწუხაროდ, როდესაც ეს გართულება ვითარდება - პანენცეფალიტი ამ ბავშვის გადარჩენის შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.წითელა ძალიან სერიოზული პრობლემაა, ის მძიმე გართულებებით ხასიათდება, ის ოჯახის წევრებისთვისაც რისკს წარმოადგენს, ამიტომ, წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი, რაც შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით ჩვენს მოსახლეობას ვურჩიოთ. წითელა წარმოადგენს, გადამდებ დაავადებათა შორის ნომერ პირველ დაავადებას. წითელა ყველაზე გადამდები დაავადებაა, რაც არსებობს ბავშვებში. გადამდებლობა არის ძალიან მაღალი. წითელას საწინააღმდეგო მკურნალობა არ არსებობს. ამიტომ არის ვაქცინა ერთადერთი გზა. წითელას ძირითადი ჩივილებია - დაავადების დაწყება მაღალი ცხელებით, ეს ცხელება გრძელდება 3-4 დღის განმავლობაში, შემდეგ მას მოჰყვება გამონაყარის გაჩენა. გამონაყარსაც თავისი ტიპური თანმიმდევრობა აქვს. პირველ დღეს გამონაყარი ჩნდება სახის არეში, მეორე დღეს - ტანზე და მესა დღეს - ქვემო კიდურებზე. ეტაპობრივად ვრცელდება ეს გამონაყარი. მას შეიძლება ახდეს - თვალების შეწითლება, ხველა“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით, 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
4 ნოემბრიდან საქართველოში სეზონური გრიპის უფასო ვაქცინაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. ინფორმაციის მიხედვით, იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.„4 ნოემბრიდან, ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მოქალაქისთვის უფასო იქნება. იმუნიზაცია Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინით მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე რისკჯგუფებს ჩაუტარდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით 37 000-ზე მეტი მოქალაქე უკვე აიცრა. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და სრულად უფასოა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.„გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდებათ.გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები; დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები, აივ ინფექცია/შიდსისა და ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები.აგრეთვე, 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.4 ნოემბრიდან კი, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ყველა მსურველისთვის უფასოა.აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
28 სექტემბერს, ცოფის ვირუსთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შინაური ცხოველების ანტირაბიულ (ცოფის ვირუსის საწინააღმდეგო) ვაქცინაციას, დედაქალაქის მასშტაბით ოთხ მისამართზე უფასოდ ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ცხოველების მეპატრონეებს, მიმკედლებლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ: 10:00-11:00 სთ - ვარკეთილი, გ. აბაშვილის N20-თან მდებარე პარკი (სავარჯიშო სივრცის მიმდებარედ) 12:00-13:00 სთ - რიყის პარკი (ხიდზე ასასვლელთან) 14:00-15:00 სთ - დედაენის ბაღი (სკეიტპარკის მიმდებარედ) 16:00-17:00 სთ - დიდი დიღომი, მირიან მეფის N39-თან მდებარე პარკი (ძაღლების სასეირნო სივრცესთან) საკონტაქტო პირი: ნატა უზუნაშვილი - 557 514 566“, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ოქტომბრის პირველ ნახევარში შემოვა და ოქტომბრის ბოლოდან, შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის პროცესის დაწყება. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში საუკეთესო, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შემოვა და მისი ფასი დაახლოებით 50 ლარი იქნება. რისკჯგუფებს კი ვაქცინაციის პროცესი უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ.„ის სტატისტიკა, რასაც გვაძლევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, წლების განმავლობაში უცვლელია და გრიპის შემთხვევების პიკი აღინიშნება დეკემბერ-იანვრის პერიოდში. აქედან გამომდინარე, ვაქცინის ჩატარებისთვის იდეალური პერიოდი არის ოქტომბრის მეორე ნახევარი და ნოემბრის დასაწყისი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბერში გამოჩნდება გრიპის ვირუსი. წელსაც, ალბათ, ოქტომბრის პირველ ნახევარში ვაქცინა იქნება შემოსული და მეორე ნახევრიდან შეგვეძლება ვაქცინაციის პროცესის დაწყება. შარშან, ჯანმოს რეკომენდაცია იყო სამკომპონენტიანი ვაქცინა, ჩვენ შემოვიტანეთ საუკეთესო, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ეს რა თქმა უნდა, უფრო მეტ დაცვას უზრუნველყოფს. მოსახლეობას ექნება საუკეთესო გადაფარვის, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა“, - ამბობს ის.როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, რისკჯგუფებში მოიაზრება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, 2 წლამდე ბავშვები, ქრონიკული დაავადებების მქონე პირები და აგრეთვე სამედიცინო მუშაკები, რომლებსაც ყოველდღიურად პაციენტებთან აქვთ კონტაქტი.„6 თვის ასაკიდან 5 წლამდე ასაკი არის ის, როდესაც ჩვენ მშობლებს ვურჩევთ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებას ბავშვებში. ყველა დანარჩენი უკვე ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა სოციალურ ფენებს ეკუთვნის, მათ შორის, რეკომენდებულია სამედიცინო მუშაკებსა და ორსულებში. საქართველოში რისკჯგუფებისთვის ყოველწლიურად საკმაო რაოდენობის უფასო ვაქცინა შემოდის. ასე იქნება წელსაც, შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის გარკვეული რისკის ფენები უზრუნველყოფილი იქნებიან ამ უფასო ვაქცინებით. ვაქცინის ფასი, სავარაუდოდ 50 ლარის ფარგლებში იქნება, შეიძლება ცოტათი მეტი, ცოტათი ნაკლები. წელს, რახან ჯერ არ შემოსულა, მიჭირს ამის თქმა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ავღანეთის ხელისუფლებაში მყოფმა მოძრაობა „თალიბანმა“ პოლიომიელიტისგან ბავშვების ვაქცინაცია შეაჩერა. ამის შესახებ გაერო იუწყება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.ავღანეთი და პაკისტანი სწორედ ის ქვეყნებია, სადაც ამ საშიში დაავადების გავრცელების შეჩერება ვერ ხერხდება. თალიბების ამ გადაწყვეტილებას შეიძლება რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც ნეგატიური შედეგი ჰქონდეს.„თალიბანის“ ამ გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. მოძრაობის წარმომადგენლებს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, წელს ავღანეთში პოლიომიელიტის 18 შემთხვევა დაფიქსირდა. შარშან 6 შემთხვევა იყო რეგისტრირებული. ეს პრობლემას უქმნის მეზობელ პაკისტანსაც, რადგანაც ამ ქვეყნებს შორის მოსახლეობის დიდი მიგრაციაა.პაკისტანის ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ პოლიომიელიტის ვირუსის გავრცელება ქვეყანაში გაგრძელდება, თუ პაკისტანშიც და ავღანეთშიც ბავშვების ვაქცინაცია რეგულარულად და სინქრონულად არ ჩატარდება.
ცნობილია მოზარდის ვინაობა, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, კოსმონავტის ძეგლის მიმდებარედ ძაღლმა გაკაწრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. არსებული ცნობით, გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს და ბავშვს ვაქცინაცია უკვე დაწყებული აქვს.შეგახსენებთ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ძაღლს, რომელმაც კახეთის გზატკეცილზე ბავშვი გაკაწრა, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცოფი დაუდასტურდა. ცხოველი ამ დროისთვის, უკვე მკვდარი იყო.
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია გრძელდება - იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მსურველებს, შესაძლებლობა აქვთ, ვაქცინა, ქვეყნის მასშტაბით, გაიკეთონ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, უფასო ვაქცინაცია იმ ჯგუფებს ჩაუტარდათ, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. პროგრამა გაფართოვდა და უფასოდ, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრის შესაძლებლობა იმ პირებსაც აქვთ, რომლებიც რისკჯგუფებში არ შედიან. ჯანდაცვის სამინისტრომ, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამისთვის, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულთა შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.ვაქცინაცია სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია, 6 თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა. დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე: test.ncdc.ge/Handlers/GetFile
პირველი ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.„ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი. ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა.იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
დღეიდან, ქვეყნის მასშტაბით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია რისკჯგუფებს, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, უფასოდ უტარდებათ.„იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრომ, 200 000 დოზა, Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების, ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის და მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. რისკის ჯგუფის მოქალაქეების ვაქცინაცია იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში იქნება შესაძლებელი.იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე“,- აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.