მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

8 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იკრძალება

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იზღუდება. 

აღნიშნული აკრძალვა ეხება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, რუსთავს, ზუგდიდს, ფოთს, გორსა და თელავს.

დიდ ქალაქებში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში - და სათხილამურო კურორტები - ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დამატებით წესდება შემდეგი შეზღუდვები:

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში;

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები;

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრულად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები აჩერებენ მუშაობას.

სათხილამურო კურორტეზე ასევე:

სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად;

ასევე, ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

აგრეთვე იკრძალება გადაადგილება 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.

👉 ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 118 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულია 98 781 და გარდაცვლილია 1 124 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 რა შეზღუდვები ეხება ზამთრის კურორტებს?

👉 იზღუდება თუ არა ავტომობილითა და ტაქსით გადაადგილება?

👉 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით