მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„გიორგი გახარიას ჰქონდა უნარები და პრაგმატული პოლიტიკოსი იყო “ - პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი

პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ საუბრობს. 

პოლიტოლოგი ამბობს, რომ გიორგი გახარია სხვა პოლიტიკური ფიგურებისგან გამორჩეული იყო.

მისივე თქმით, გიორგი გახარის უნარები ჰქონდა და ის იყო პრაგმატული პოლიტიკოსი.

„მოვლენები დრამატულად ვითარდება, ჩემს თვალში გახარია არასოდეს არ იყო „ბირთვი ქოცი“. ასეთი ტიპის გიორგი გახარია არ ყოფილა.

გახარია „ქართულ ოცნებაში“ გამოირჩეოდა. ის იყო ერთადერთი, რომელზეც შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის ინტელექტუალი, მას ჰქონდა უნარები, ის იყო პრაგმატული პოლიტიკოსი. მასთან შეიძლებოდა ლაპარაკი.

არ გამოგვიძიებია ეს საქმეს და არ ვიცით გახარიას როლი რა იყო ყველა მოვლენაში, არ იყო მხოლოდ 20 ივნისი. შეგახსენებთ იყო ბასიანის კლუბში შევარდნა, თუმცა გახარია იყო ის ადამიანი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ მთელი სიბიძნურე კი არ ჩამოწმინდა, რაღაცანაირად თვითონ შეიწმინდა და ტვირთი თავის თავზე აიღო“, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ყოფილი პრემიერი ზუსტად ისე მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო.

ამასთან, გია ჯაფარიძე ამბობს, რომ ახლა არ არის ემოციების დრო და მნიშვნელოვანია ოპოზიციის ერთიანობა.

„ბოლო მომენტში ის მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. ძალიან მნიშვნელოვანია ოპოზიცია როგორ მართავს სიტუაციას, ახლა ემოციების დრო არ არის, ახლა არის პრაგმატული პოლიტიკის დრო. პრაგმატიზმით უნდა იმართოს ეს პროცესები. ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეინარჩუნოს ის ერთიანობა, რომელიც აქვს.

ვნახოთ, რა მოხდება „ქართულ ოცნებაში“. არ არის გამორიცხული „ქართულმა ოცნებამ“ აირჩიოს საკუთარ მოქალაქეებთან დაპირისპირება“, - განაცხადა „ფორმულას“ ეთერში გია ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 18 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრობის ახლა კანდიდატს „ქართული ოცნება“ 19 თებერვალს წარადგენს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

✔️ „ახალი პოლიტიკური რეალობა იწყება“ - რამაზ საყვარელიძე

✔️ კობახიძე: გახარიას პოზიცია ვერ დაემთხვა ჩვენი გუნდის პოზიციას

✔️ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობიდან გადადგა