მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჯანდაცვის მინისტრი პატრიარქს შეხვდება

ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აღდგომის დღესასწაულის პერიოდისთვის რეგულაციების შემუშავებასთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება. ამის შესახებ მინისტრმა სატელევიზიო ეთერში ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, მთავრობას ეკლესიის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„დარწმუნებული ვარ, რომ როგორც შარშან ეკლესია იდგა მთავრობისა და ხალხის გვერდით, დღესაც ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი მათი მხარდაჭერის“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრს მისი და პატრიარქის შეხვედრის თარიღი არ დაუსახელებია.

ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 30 0264-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 283 557 და გარდაცვლილია 3 981 ადამიანი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„ციცაბო პერიოდში ვიმყოფებით“ - ტიკარაძე ეპიდვითარებაზე

„ვაქცინა არის ერთადერთი გზა, რომ დავასრულოთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - აკაკი ზოიძე

„ჩვენი ანგარიშით, საქართველოში 650 ათას ადამიანს კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს“ - ამირან გამყრელიძე