მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა 13 მაისიდან აღდგება

საზოგადოებრივი ტრანსპორტი იკრძალება

მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა 13 მაისიდან მოიხსნება, აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოზე მიიღეს.

„ქვეყანაში 12 მაისის ჩათვლით უქმე დღეებია შესაბამისად შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტისა და სასწავლო-სააღმზდელო დაწესებულებების ფუნქციონირება. საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან, ხუთშაბათიდან აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება“ - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ინფორმაციისთვის, 2-დან-12 მაისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით მოძრაობა შეზღუდული იყო.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 324 256-ს შეადგენს, ხოლო სულ გამოჯანმრთელებულია 303 679 პირი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური - 5,76%, ბოლო 14 დღის - 6,07%, ბოლო 7 დღის - 6,35%-ია.

იხილეთ აგრეთვე:

✅ივანე ჩხაიძე: „სინოვაკი“ კომფორტული ვაქცინაა

✅რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციის შემდეგ?- სპეციალისტების განმარტება

✅963 თბილისი, იმერეთი 178 - კორონავირუსის გავრცელების არეალი რეგიონებში