საზოგადოება

პრემიერი: შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება

მთავრობის ხელმძღვანელი
1606391913
დაკოპირებულია

„რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მთავრობა შეზღუდვების ფასს აკონტროლებს და კრიტიკულ ციფრებზე საუბარი არ არის.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ვარდნას. რა თქმა უნდა, ამ შეზღუდვებს თავისი ეკონომიკური ფასი ექნება, მაგრამ მერწმუნეთ, ამ შეზღუდვების არ შემოღებას და ინფიცირების უკონტროლო ზრდას ექნება კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ფასი. დღეს ამ შეზღუდვების ფასს ჩვენ ვაკონტროლებთ და ვთვლით, რომ ეს იქნება დაახლოებით 0,7- 0,8 პროცენტი, მეტი არა. ამიტომ, აქ არ არის კრიტიკულ ციფრებზე საუბარი, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვასრულებთ ჩვენ ამას. დღეს ჩვენ ბევრი შეზღუდვა გვავს, რომლის აღსრულების გაკონტროლების პრობლემაც გვაქვს. ამას ჰქონდა თავისი სუბიექტური და ობიექტური მიზეზები, მაგრამ დღეს ყველა ორგანო, მათ შორის შსს, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები იქნებიან უმკაცრესები, როდესაც ორგანიზაციების და ბიზნესების მხრიდან ამ წესების არ დაცვაზე იქნება საუბარი. ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, ბევრად უფრო დიდი ფასის გადახდა მოგვიწევს. ეს არ არის რთული შეზღუდვები“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება სესხების გადავადების საკითხს, პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები შედგა საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან.

„სესხების სუბსიდირებაზე საუბარი არ არის. საუბარია სესხების გადავადებაზე. ჩვენ ამაზე საუბარი გვქონდა ბანკებთან. ჩვენ როგორც მცირე ბიზნესთან, ასევე ინდმეწარმეებთან კომუნიკაციის საკმაოდ კარგი არხები გვაქვს. როგორც შემოსავლების სამსახურს, ასევე ბიზნესომბუდსმენის აპარატს. ჩვენ ამ ყველაფერს ავამუშავებთ იმისთვის, რომ კონკრეტულად ამ სექტორებში ადამიანებს არანაირი პრობლემები არ ჰქონდეთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ორ თვიანი გეგმით ქვეყანა უნდა დაბრუნდეს ისეთ პოზიციებზე, როგორზეც აგვისტოში იყო.

„ყველას გვახსოვს, რომ პირველი ტალღის პირობებში ორგანიზაციებიც და ადამიანებიც, ყველა ერთად ვაკონტროლებდით, ერთ სივრცეში რამდენი ადამიანი ვიყავით. გვერჩივნა ეზოში დავლოდებოდით რიგს. ეს ყველაფერი არის აღსადგენი. ვერავინ სამწუხაროდ, ვერც ერთმა ქვეყანამ, პანდემიის წინააღმდეგ, დისტანციაზე, პირბადეზე და მობილობის დავარდნაზე უკეთესი ხერხი და რეცეპტი ვერ მოიგონა. არავინ ამბობს, რომ ჩვენ ამ ორ თვიანი გეგმით გავაჩერებთ ვირუსის გავრცელებას. რა თქმა უნდა, ვერა. ჩვენ ამ ორ თვიანი გეგმით პროპორციულად და შედარებით უნდა დავბრუნდეთ ისეთ პოზიციებზე, როგორზეც ვიყავით აგვისტოში, როდესაც საქართველო იყო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. ყველანი ერთად - როგორც სახელმწიფო, ასევე ჩვენი მოქალაქეები, ექიმები, პოლიტიკოსებიც მათ შორის, უნდა დავბრუნდეთ აგვისტოში, იმიტომ, რომ ეს ამ ქვეყნის მომავალია, ეს არის პოტენციალი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური აღდგენის“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ:

👉 გიორგი გახარია: დადასტურდა, რომ არჩევნები არ უნდა გადაგვედო

👉 ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩამონათვალი

👉 ცნობილია რას არ შეეხება შეზღუდვები ქვეყნის მასშტაბით





ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლო...

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. 

ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

1610815842

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა „ვაშინგტონ პოსტში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

1610808919

„ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა.

1610808531

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საჭიროა, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

1610808335
მერკელის პარტიის ახალი
თავმჯდომარე

მერკელის პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გერმანიის მმართველმა პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატა...

„პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

რუსეთში გრიპი აღარ არსებობს - რუსული მედ...

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ დროისთვის გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ ეგორ გაიდარის სახელობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგ...

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.