მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა - როგორი ფასებია საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე?

საწვავის ფგასი

ნავთობის ფასი 2021 წლის 10 მაისი ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზეც გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 68.32 (+ 0.04) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 64.92 (+ 0.02) დოლარი/ბარელზე.

ბოლო პერიოდში საწვავის ფასების ზრდა აშშ-ის მილსადენის Colonial Pipeline-ის კომპიუტერულ სისტემაზე ჰაკერების კიბერშეტევას მოჰყვა.

საქართველოში 1 ლიტრი ბენზინის ფასი ბრენდ ბენზინგასამართ სადგურებზე 3 ლარს გადაცდა - სად რა ღირს საწვავი?

„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი – 2.94 ლარია; „რეგულარი“ – 2.84; სუპერი – 3.01; ევრო-დიზელი კი 2.84 ლარი ღირს. რაც შეეხება დიზელს, მისი ფასი 2.74 ლარია.

ვისოლის ავტოგასამართ სადგურებზე კი „დიზელ ენერჯის“ ფასი – 2.79 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი – 2.90 ლარია. „ეკოპრემიუმი“ და „ევრო რეგულარი“ დღეის მდგომარეობით, 2.95 და 2.85 ლარი ღირს; „ეკო სუპერის“ ფასმა კი 3.02 ლარი შეადგინა.

„გალფის“ სადგურებზე, 1 ლიტრი „G-Force სუპერის“ ფასი 2.99 ლარია, „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.95 ლარია; „G-Force ევრო რეგულარი“ – 2.85 ლარი ღირს, 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი – 2.79; ხოლო რაც შეეხება დიზელს და ევრო დიზელს, მათი ფასი 2.83 და 2.89 ლარია.

დღეის მდგომარეობით, „ლუკოილის“ ბენზინგასამართ სადგურებზე, სუპერი ecto 100 – 3.10 ლარია, „სუპერი ecto-ს“ ტიპის საწვავი – 2.99 ლარი, „პრემიუმ ავანგარდი“ 2.94 ლარი ღირს, „ევრო რეგულარი“ 2.80 ლარი, ხოლო „ევრო დიზელის“ ტიპის საწვავი 2.86 ლარი ღირს.

რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, დღეის მდგომარეობით, „სუპერის“ ტიპის საწვავი - 3.05 ლარი ღირს, „efix „ევრო პრემიუმი“ – 2.97 ლარი, „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი - 2.83 ლარია, რაც შეეხება „efix ევრო დიზელს“ მისი ფასი – 2.90 ლარია, 1 ლიტრი „ევრო დიზელი” კი 2.81 ლარი ღირს.

არაბრენდირულ კომპანიებში ფასები შედარებით დაბალია, ერთ-ერთი კომპანია „პორტალის“ საწვავის ფასები კი ასეთია: „პრემიუმი“ - 2.69, „ევრო რეგულარი“ -2.54, „ევრო დიზელი“- 2.70, „EFFECT დიზელი“ - 2.57 და „დიზელი“ კი - 2.44 ლარია.