მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თავისუფლება ნიკა მელიას“ - თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია

სამოქალაქო აქტივისტები

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ხმაურია. 

სასამართლოს ეზოში შესვლას ცდილობენ სამოქალაქო აქტივისტები. როგორც აქტივისტებმა მედიასთან საუბარში აღნიშნეს, მათი მიზანი იყო სასამართლოს ეზოში გარკვეული პერფორმანსის დადგმა.

მათივე თქმით, სამართალდამცველების გარკვეულმა ნაწილმა ამის შესაძლებლობა მათ არ მისცეს, რის გამოც ორივე მხარე ერთმანეთს დაუპირისპირდა.

„სრული სიგიჟე ჩაიდინეს და სასამართლოს ეზოში არ გვიშვებდნენ“, - აცხადებენ აქტივისტები. „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.

ინფორმაციისთვის, ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში 23 თებერვალს დააკავეს.

მას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გადაყვანილია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

უფლებადამცველები საჩივრით ბრალდებულ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო.

ამის შემდეგ, პროკურატურამ განაცხადა, რომ მზადაა, გირაოს პირობების შესრულების შემთხვევაში ნიკა მელიასთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე სასამართლოს მიმართოს, რაზედაც, მელიამ უარი განაცხადა.

ამავე თემაზე:

✔️ „მოსამართლეს რჩება ერთი რამ - დარჩეს კანონის სივრცეში და გაათავისუფლოს ნიკა მელია“ - ადვოკატი

✔️ „აუცილებელია გამოსავლის პოვნა“ - სტოლტენბერგი ნიკა მელიას დაკავებაზე