მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასტრაზენეკას სახელი შეეცვალა

ასტრა ზენეკას ვაქცინის სახელი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ცნობილ ბრიტანულ-შვედურ ვაქცინას AstraZeneca-ს სახელი შეუცვალეს და ახლა მას Vaxzevria ჰქვია. ინფორმაცია შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტოს საიტზე გავრცელდა. 

სააგენტოს ინფორმაციით, სახელის შეცვლა სხვა რაიმე ცვლილებას არ იწვევს და ეს ამბავი იმისთვის გავრცელდა, რომ ვაქცინის მომხმარებლებს შესაბამისი ინფორმაცია ჰქონდეთ.

ვაქცინის სახელი კომპანია AstraZeneca-ს განაცხადის საფუძველზე შეიცვალა. შვედეთის სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ ამ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.

ვაქცინის სახელის შეცვლის გადაწყვეტილება უცნობია.