მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„2 იანვრამდე ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ“ - აკაკი ზოიძე

ჯანდაცვის ექსპერტი
1608560088
COVID-19

„არ ველოდები, რომ განსაკუთრებული დრამატული ცვლილებები იქნება, მაგრამ საყურადღებოა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით განაცხადა.

ზოიძის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ ვაქცინის თვალსაზრისითაც კორონავირუსის ახალ შტამს თუ რაიმე ცვლილება დასჭირდება, რეაგირება დროული იქნება.

ზოიძე აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი არის ის შემთხვევა, როცა „ზედმეტი სიფრთხილე ნამდვილად არ არის ზედმეტი“.

„როცა ნახეს, რომ ინფექციის გავრცელების ტემპი მაღალია თავის დაზღვევის მიზნით, რომ არ აფეთქდეს ეპიდსიტუაცია მიიღეს ზომები, ისევე როგორც სხვა მთავრობებმა და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ.

მივიღეთ იგივე ზომა და ამ ეტაპზე საკმარისია. არ მგონია ამან დრამატულად შეცვალოს პანდემიის მიმდინარეობა, რომელმაც ისედაც დააზარალა ადამიანები.

არ ველოდები, რომ განსაკუთრებული დრამატული ცვლილება იქნება, მაგრამ საყურადღებოა. ლუგარის ცენტრი ჩვენ იმისთვის გვაქვს, რომ დაკვირვება აწარმოოს ახალი შტამების და მუტაციების გაჩენის შემთხვევაში.

თუმცა მგონია, რომ ვაქცინის კუთხითაც თუ რაიმე ცვლილება დასჭირდა ახალ შტამს, ამ კუთხითაც რეაგირება ოპერატიული იქნება. მთლიანად მეცნიერება მობილიზებულია და მიმართულია ამისკენ. ძალიან მკვეთრი და ზედმიწევნითი დაკვირვების ქვეშ არის ეს ვირუსი და მისი ნებისმიერი სახეცვლილება. ეს ის შემთხვევაა, როცა ზედმეტი სიფრთხილე ნამდვილად არ არის ზედმეტი.

რაც შეეხება შეზღუდვების მოხსნას, აკაკი ზოიძის თქმით, იდეალური იქნება თუ შეზღუდვები არ მოიხსნება.

„შეზღუდვებმა გარკვეული შედეგი მოიტანა იმ კუთხით, რომ ინფიცირების რაოდენობა შედარებით დასტაბილურდა და ველოდებით, რომ 2 კვირაში სიკვდილობის რაოდენობაც იკლებს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ არ დავკარგოთ სიცოცხლე. ეს არის დღეს ამოსავალი წერტილი, რომ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგებით მივიდეთ ვაქცინამდე. 2 იანვრამდე ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ „ფორმულას“ ეთერში.

ინფორმაციისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი გამოვლინდა, რომელიც ინგლისის ზოგიერთ ნაწილში უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობეს, დიდი ბრიტანეთის მეცნიერები კი დეტალურ კვლევებს ატარებენ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 👇

„კორონავირუსის ახალი შტამი საქართველომდე თუ მოაღწევს ძალიან გაგვიჭირდება“ - გიორგი ფხაკაძე

ზაზა წერეთელი Covid 19-ის ახალ შტამზე: ვერაგ ვირუსთან გვაქვს საქმე

⭕ დიდ ბრიტანეთში მოგზაურობაზე აკრძალვები ფართოვდება