მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ჩინეთში კაცი დააკავეს, რომელიც ვაქცინის ამპულებში მინერალურ წყალს ყიდდა

ჩინეთში ვაცინების გამყალბებელი დააკავეს

ჩინეთში კაცი დააკავეს, რომელიც მინერალურ წყალს და მარილის ხსნარს ამპულებში ასხამდა და ყიდდა, როგორც Covid 19-ის ვაქცინას.  ამის შესახებ BBC იუწყება. 

თაღლითობის შედეგად კაცმა რამდენიმე მილიონი დოლარის მოგება ნახა. მან დეტალურად შეისწავლა ნამდვილი ვაქცინის ამპულების დიზაინი და აგებულება და შემდეგ 58 000 საკუთარი ყალბი ვაქცინა შექმნა.

ჩინეთის სასამართლოს ინფორმაციით, კაცმა სახელად კონგი, და მისმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ყალბი ვაქცინების შექმნით 2.78 მლნ აშშ დოლარის მოგება ნახეს.

მარილის ხსნარის და მინერალური წყლის შემცველი მსგავსი „ვაქცინის“ 600 დოზა გასულ წელს ჰონგ-კონგში გააგზავნეს.

ამ ტიპის დანაშაულისთვის ჩინეთში საერთო ჯამში 70 პირია დაკავებული.

იხილეთ ასევე:

🔰 „ვაქცინის 2,5 მლნ დოზა ევროკავშირის ქვეყნებთან ან მწარმოებლებთან მოლაპარაკებით უნდა მივიღოთ“ - თამარ გაბუნია

🔰 „ყოველდღე რომ ბრიუსელს ველოდოთ, ასობით უნგრელს ვკარგავთ“ - უნგრეთში რუსული ვაქცინით აცრა დაიწყეს