მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ყოველდღე რომ ბრიუსელს ველოდოთ, ასობით უნგრელს ვკარგავთ“ - უნგრეთში რუსული ვაქცინით აცრა დაიწყეს

კორონა sputnic v
1613138302
COVID-19

უნგრეთი გახდა ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული ვაქცინით აცრა დაიწყო. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. მანამდე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებში SPUTNIK V-ით ვაქცინაცია სერბეთსა და ბოსნია-ჰერცოგოვინაში დაიწყეს.

„ყოველდღე , რომ ბრიუსელის მოლოდინში გავატაროთ, ასობით უნგრელს დავკარგავთ. რატომ უნდა ვიფიქრო, რომ ევროპელი ექსპერტები ჩვენზე ჭკვიანები არიან? მე უნგრეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს უფრო ვენდობი “ - აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი.

უნგრეთის მთავრობის სტრატეგიაა, რომ რაც შეიძლება მეტი ვაქცინა შევიდეს ქვეყანაში. მადიარებმა ჩინური ვაქცინაც დაამტკიცეს და აღდგომამდე ქვეყანაში 2.5 მილიონი მოსახლის ვაქცინაციას გეგმავენ.

ინფორმაციისთვის კვლევების მესამე ფაზის შედეგად დადგინდა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს ეფექტიანობა 92%-ს შეადგენს. ამის შესახებ ცნობილი სამედიცინო ჟურნალის, Lancet-ის მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული