მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ვაქცინის 2,5 მლნ დოზა ევროკავშირის ქვეყნებთან ან მწარმოებლებთან მოლაპარაკებით უნდა მივიღოთ“ - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2020
1613377341
COVID-19

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო ვაქცინის მიღებას, „კოვაქს“ პლატფორმის გარდა, ევროკავშირის ქვეყნებთან ან მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით აპირებს. 

„ჩვენ მივყვებით „კოვაქს“ პლატფორმის გზას. თუმცა არსებობს კიდევ ორი მექანიზმი. ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან კომუნიკაცია, რათა ქვეყნებმა მათ მიერ შეძენილი ვაქცინის ის დოზა, რომელიც მათთვის არ იქნება აუცილებელი, გადმოგვცენ, შესყიდვის ან დონაციის სახით.

აგრეთვე ძალაშია მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკების საკითხი. „კოვაქს“ პლატფორმა ჩვენ 1,4 მლნ დოზას მოგვაწვდის, ხოლო 2,5 მლნ დოზა ჩვენ ევროკავშირის ქვეყნებიდან ან მწარმოებლებისგან უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ „კოვაქს“ პლატფორმიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 29 000 დოზა თებერვლის ბოლოს უნდა მიიღოს.

პირველ ეტაპზე კორონავირუსის ვაქცინა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს გაუკეთდებათ.

აგრეთვე წაიკითხეთ:

თეა წულუკიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

„ყოველდღე რომ ბრიუსელს ველოდოთ, ასობით უნგრელს ვკარგავთ“ - უნგრეთში რუსული ვაქცინით აცრა დაიწყეს

„ყველა ვაქცინა მისასალმებელია“ - მერკელი პუტინს რუსული ვაქცინის შესახებ ესაუბრა