მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ევროკავშირში Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება დაგეგმილს 30%-ით ჩამორჩება - Reuters

ევროკავშირში Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება

 ევროკავშირის სახელმწიფოებში კომპანია Pfizer-ის ვაქცინის მიწოდება დაგეგმილ ვადებს  30%-ით ჩამორჩება. ამის შესახებ Reuters იუწყება. 

ევროკავშირის ოფიციალური პირების ინფორმაციით, Pfizer-მა COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 10 მილიონი დოზა ამ დრომდე არ მიაწოდა, რაც ჯერ კიდევ დეკემბერში უნდა მომხდარიყო.

ამ ინფორმაციის მიხედვით, Pfizer-ის ვაქცინის მიწოდების შეფერხება ევროკავშირს პრობლემებს შეუქმნის, ვინაიდან მიწოდების ვადები მანამდე ბრიტანულ-შვედური AstraZeneca-ს და ამერიკული Moderna-ს შემთხვევაშიც დაირღვა.

კომპანია Pfizer-მა თებერვლის შუა რიცხვებისთვის ვაქცინის 23 მილიონი დოზა მიაწოდა, რაც დაგეგმილზე 10 მლნ დოზით ნაკლებია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით კომპანია Pfizer კომენტარს არ აკეთებს, ვინაიდან, მათი თქმით, ეს „კონფიდენციალური ინფორმაციაა". ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა Reuters-ს აცნობა, რომ კომპანიამ დარჩენილი ვაქცინების მარტის ბოლომდე მიწოდების პირობა დადო.

იხილეთ აგრეთვე:

ზაზა წერეთელი: მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინების წარმოება გაიზარდოს

ჩინეთში კაცი დააკავეს, რომელიც ვაქცინის ამპულებში მინერალურ წყალს ყიდდა