მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კანადამ 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენება დაუშვა

ფარმაცევტული კომპანია ფაიზერი

კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის ფაიზერის ვაქცინის გამოყენება დაუშვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.

კანადის ჯანდაცვის სამედიცინო მრჩევლის, დოქტორ სუპრია შარმას განცხადებით, გადაწყვეტილება კოვიდის წინააღმდეგ ბრძოლაში „მნიშვნელოვანი ეტაპია“.

„დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ეს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, როდესაც ის გამოიყენება ამ ასაკში. ჩვენ ვიწყებთ გვირაბის ბოლოს სინათლის დანახვას,” - განაცხადა დოქტორმა შარმა.

ინფორმაციისთვის, კანადაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1 249 950-ს შეადგენს, გარდაცვლილია 24 396 პაციენტი, ხოლო 1 მლნ-ზე მეტი გამოჯანმრთელდა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ინდოეთის დელეგაციაში კოვიდის ორი საეჭვო შემთხვევა დაფიქსირდა

🔴 Pfizer-ის COVID 19-ის საწინააღმდეგო აბი შესაძლოა, წლის ბოლოს ხელმისაწვდომი იყოს

🔴 WHO: 12 წელს ზემოთ ასაკის ბავშვებმა პირბადე უნდა ატარონ