მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსი გენერალი: ჩვენი ვაქცინის დისკრედიტაცია შეგნებულად ხდება

რუსი გენერალი ვაქცინაზე

"რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს დისკრედიტაცია შეგნებულად ხდება საზღვარგარეთიდან".  ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გენერალ-ლეიტენანტმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა. ინფორმაციას rg.ru იუწყება. 

„სოციალურ ქსელებში და საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ რუსულენოვან ინტერნეტ-რესურსებზე ფსევდოანალიტიკური გამოძიებების სერია მზადდება, რუსული ვაქცინით გამოწვეულ საფრთხეებზე და ვაქცინაციაზე უარის თქმის შესახებ. მათ შორის საუბარია სამხედროების მხრიდან ვაქცინაციაზე უარის თქმის ფაქტების შესახებ. ეს არის საბოტაჟი, რომელიც რუსული ვაქცინის მაღალ ეფექტიანობას ვერაფერს დაუშავებს“ - აცხადებს კონაშენკოვი.

კონაშენკოვმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ვაქცინაციას 100 ათასი სამხედრო მოსამსახურე გაივლის. 10 ათასმა სამხედრომ ეს პროცედურა უკვე გაიარა.

ცნობისთვის, ვაქცინა Sputnik V გამალეის სახელობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნეს. რუსეთში მოსახლეობის აცრა 2 დეკემბერს დაიწყო. ექსპერტებს ეჭვები აქვთ, რომ მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია რუსეთში ვერ მოხერხდება, ვინაიდან ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ვაქცინის სათანადო რაოდენობა არა აქვს.