მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

„გაწვევას დაექვემდებარებიან პირები, რომლებსაც აქვთ სამხედრო გამოცდილება, არიან თადარიგის სამხედროები. სამხედრო ნაწილებში გაგზავნამდე ყველა გაივლის დამატებით სამხედრო მომზადებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით“ - განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რის წინაშეც რუსეთი  ბოლო დროს აღმოჩნდა. „მობილიზაცია რუსეთის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და „გათავისუფლებულ ტერიტორიებზე“ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად არის აუცილებელი,“- განაცხადა პუტინმა.

სამობილიზაციო ღონისძიებები 21 სექტემბრიდან დაიწყება. პუტინმა ადგილობრივი ორგანოების ხელმძღვანელებს დაავალა სამხედრო კომისარიატებს ყველა აუცილებელი დახმარება გაუწიონ.

პუტინის განკარგულება რუსეთის ფედერაციის საბჭოს და სახელმწიფო დუმას გადაეგზავნა. 

ცნობისთვის, მანამდე რუსეთის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ რუსები ანადგურებენ კაშხალს - ხარკოვის ოლქში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

✔️ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის - ზელენსკი

✔️ პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“

✔️ სახელმწიფო, რომელიც შიმშილობას იწვევს, მსოფლიოსგან ყველაზე მკაცრ რეაქციას იმსახურებს - ზელენსკი