მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პუტინს იმედი აქვს, რომ უკრაინის რეგიონების ანექსია წარმატების მომტანი იქნება და შემდეგ მუქარა - „ამათ თუ შეეხები ბირთვულ იარაღს გამოვიყენებ“ - სერგი კაპანაძე

ორგანიზაცია „გრასის“ დამფუძნებელი

არასამთავრობო ორგანიზაცია „Grass“-ის დამფუძნებელი სერგი კაპანაძე „პალიტრანიუსის“ ეთერში კრემლის ლიდერის მიერ გამოცხადებულ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების საკითხზე საუბრობს და აცხადებს, რომ მარცხის გამო, ვლადიმერ პუტინს კონტრნაბიჯის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. 

კაპანაძის შეფასებით,  რუსეთს სჩვევია მოახდინოს ესკალაცია, რომ საბოლოო ჯამში მოახდინოს დეესკალაცია, ოღონდ მისი პირობებით.

სერგი კაპანაძის თქმით, პუტინს იმედი აქვს, რომ წარმატების მომტანი იქნება ანექსია უკრაინის რეგიონების და შემდეგ დამუქრება, რომ „ამათ თუ შეეხები გამოვიყენებ ბირთვულ იარაღს“.

„ბოლო პერიოდში რუსეთის სამხედრო სტრატეგიაზე ხშირად საუბრობენ, რომ ეს არის ესკალირება დეესკალირების მიზნით ანუ რუსეთს სჩვევია მოახდინოს ესკალაცია, რომ საბოლოო ჯამში მოახდინოს დეესკალაცია, ოღონდ მისი პირობებით. სწორედ ამას აკეთებს ახლა საბოლოო ჯამში. 

პუტინს იმედი აქვს, რომ წარმატების მომტანი იქნება ანექსია უკრაინის რეგიონების და შემდეგ დამუქრება, რომ „ამათ თუ შეეხები გამოვიყენებ ბირთვულ იარაღს“. ეს არის საბოლოო ჯამში ყველაზე მთავარი. 

300 ათასი ადამიანი, რა თქმა უნდა მობილიზებული არ იქნება, იმიტომ რომ მათი ნაწილი გაიქცევა. აქ კიდევ ერთი საკითხია, რუსეთს არ აქვს საშუალება ასე სწრაფად გადაამზადოს ამდენი ადამიანი. ცნობილია, რომ სულ აქვთ ერთი გადასამზადებელი ადგილი და მისი გამტარუნარიანობა შეუძლებელია. 

იმისთვის, რომ 300 ათასი ადამიანის განთავსება მოახდინონ ფრონტზე, ამას სჭირდება ძალიან დიდი დრო. რა თქმა უნდა, რუსეთი ამას არ იზამს და საბაზისო გადამზადებას აკმარებს და ამ ხალხს გაუშვებს. ეს ხალხი იქ უბრალოდ მოკვდება. ვამბობ იმას, რომ ამ ხალხის ფრონტზე გაშვებას არ ექნება დიდი გავლენა. 

ეს უფრო არის უკრაინელებისთვის იმის ჩვენება, რომ იქ ადგილებზე თავდაცვა შესაძლებელია. ეს ხალხი ტერიტორიის დასაპყრობად არ გამოიყენება, საბოლოო ჯამში უკრაინაში ბრძოლა არის არტილერიას და რაკეტებს შორის. აქ მთავარი საკითხია რას იზამს ბირთვული იარაღთან დაკავშირებით. 

პუტინმა ეს ცვლა გააკეთა იმისთვის, რომ არცერთი „კარგი“ სხვა არ ჰქონდა დარჩენილი. მობილიზაცია, „რეფერენდუმები“ და ბირთვული იარაღით მუქარა, არ იყო კარგი სვლები. მარცხმა, რომელიც ხარკოვში იწვნია და მომავალმა მარცხებმა, რომელიც იქნება, არ დაუტოვა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ რაღაც კონტრნაბიჯი გადაედგა. მობილიზაცია ჯამში უფრო მეტი პრობლემის შემქმნელია, ვიდრე რაღაც სიკეთის მომტანი“, - აცხადებს სერგი კაპანაძე. 

ამავე თემაზე: 

✔️ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

✔️ ბელარუსში ამბობენ, რომ მობილიზაცია არ სჭირდებათ, რადგან უკვე მობილიზებულები არიან

✔️ „ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების უტილიზაციისთვის“ - დანილოვი პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე