მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბელარუსში ამბობენ, რომ მობილიზაცია არ სჭირდებათ, რადგან უკვე მობილიზებულები არიან

ბელარუსი უკრაინაში დასაფრენად ემზადება

ბელარუსის უშიშროების საბჭოს სახელმწიფო მდივანი ალექსანდრ ვოლფოვიჩი, რომელიც ახლა მოსკოვში იმყოფება, დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში არსებული ხელისუფლება მობილიზაციას არ გამოაცხადებს.

მისივე თქმით, ბელორუსები უკვე მობილიზებული არიან. 

„მობილიზაცია ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ბელარუსის ხალხი და ქვეყანა უკვე მობილიზებულია“, - განაცხადა ვოლფოვიჩმა 

ვოლფოვიჩი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების დღეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს ნიკოლაი პატრუშევს ხვდება. 

შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. მისივე თქმით, დღეს რუსეთის ფედერაციაში სამობილიზაციო სამუშაოები დაიწყება და სავარაუდოდ, გაწვევას მხოლოდ რეზერვში მყოფი სამხედროები დაექვემდებარებიან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ: 

✔️ „ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების უტილიზაციისთვის“ - დანილოვი პუტინის მიერ გამოცხადებულ მობილიზაციაზე

✔️ 11.4 მილიონი დოლარი დაკრძალვისთვის - იაპონიის ექსპრემიერის დაკრძალვის ხარჯების გასაპროტესტებლად, ტოკიოში კაცმა თავის დაწვა სცადა

✔️ იყავით უფრო გავლენიანი - ერდოღანი ანტონიო გუტერეშს

✔️ „ჩვენი სამყარო დიდ უბედურებაშია“ - ანტონიო გუტერეში

✔️ რუსები ანადგურებენ კაშხალს - ხარკოვის ოლქში მოსახლეობის გარკვეული ნაწილი წყალდიდობის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს

✔️ ფრონტის ხაზზე არსებული სიტუაცია ნათლად აჩვენებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის - ზელენსკი

✔️ პუტინის „რეფერენდუმის“ გეგმები, უპირველეს ყოვლისა, მიმართულია რუსეთის შიდა აუდიტორიაზე - „ომის შემსწავლელი ინსტიტუტი“