მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„უკრაინას მძიმე დღეები უდგას, თუმცა აშკარად ჩანს, რომ გამარჯვების გზაზე დგანან“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების ექსპერტი

„სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული რაღაც სერიოზულ, საშინელ სისხლის ღვრას უნდა ველოდოთ და ამ ფონზე უკრაინა ისეთ წარმატებას მიაღწევს, რომ რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს“, - ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა და ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. 

კონფლიქტოლოგის თქმით, რუსეთს მოუწევს დამარცხების აღიარება და ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიებიდან. 

„უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ, მათი გამარჯვება ჩვენი გამარჯვებაა. უკრაინას მძიმე დღეები უდგას, თუმცა აშკარად ჩანს, რომ გამარჯვების გზაზე დგანან, ამის ფონზე კი ქართული ხელისუფლების სამარცხვინო პოლიტიკა კიდევ უფრო თვალშისაცემია. საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ზუსტად ისე არის დაზიანებული რუსული იმპერიალიზმისგან, როგორც დღეს უკრაინა ზიანდება. მასშტაბებია სხვადასხვა თორემ ხალხი ჩვენს დაგვეღუპა და ტრაგედია ჩვენთანაც იყო. 

საქართველომ იწვნია პირველად რუსული ნეოიმპერიალიზმი პუტინიზმის სახით და 21 საუკუნის ჰიტლერიზმის ყველაზე საშინელი ფორმები. ჰიტლერს არ ჰქონდა ბირთვული იარაღი, პუტინს კი აქვს, ამიტომ არის საშიში რუსული ფაშიზმი ვიდრე გერმანული ფაშიზმი.

დადგება დრო, როდესაც რუსეთს მოუწევს ჯარები გაიყვანოს და დამარცხება აღიაროს. ორივე მხარეს ისეთი სიტუაცია, რომ შეტევა არ შეუძლიათ, თუმცა თავდაცვა შეუძლიათ. აშკარად ჩანს, რომ სექტემბრის ბოლოდან მოყოლებული რაღაც სერიოზულ, საშინელ სისხლის ღვრას უნდა ველოდოთ და ამ ფონზე უკრაინა ისეთ წარმატებას მიაღწევს, რომ რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა მოუწევს“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსების საბრძოლო მასალების საცავები და ბაზები იწვის

🔴 „ეს არის ომი გადარჩენისთვის“ - ოლექსეი რეზნიკოვი

🔴 „გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს“ - ოლაფ შოლცი

🔴 რუსი სამხედრო მეთაურები უკრაინაში უშუალოდ პუტინს ექვემდებარებიან - ISW

🔴 მსოფლიომ უნდა გააგრძელოს დაჟინებით მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა - ენტონი ბლინკენი