მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ეს არის ომი გადარჩენისთვის“ - ოლექსეი რეზნიკოვი

 უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინა ენდობოდა თავის მეზობელს, რომელთანაც ბუდაპეშტის მემორანდუმს მოაწერა ხელი და საკუთარ ჯარზე არ ზრუნავდა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.

„დღეს ჩვენ ქვეყნის გადარჩენისთვის ვიბრძვით. კიდევ ერთხელ ვადასტურებთ დამოუკიდებლობის უფლებას. ჩვენ 30 წელზე მეტია დამოუკიდებლად ვცხოვრობთ, ჩვენს საზღვრებში შევქმენით აბსოლუტურად დამოუკიდებელი ქვეყანა, ამიტომ დღეს შეიძლება მეტს ვიხდით იმის გამო, რომ საკუთარ არმიაზე არ ვზრუნავდით.

ერთადერთი შეცდომა, რომელიც დანამდვილებით შემიძლია დავასახელო - ძალიან ვენდობოდით მეზობელს, რომელმაც ჩვენთან ბუდაპეშტის მემორანდუმი გააფორმა. ეს არის საერთაშორისო შეთანხმება და ჩვენ ისე გვჯეროდა ამ შეთანხმების, რომ არ ვფიქრობდით, რომ ჩვენს არმიაზე ზრუნვის გარეშე მტრის არმიაზე ზრუნვა მოგვიწევდა. დღეს გადარჩენის ომი გვაქვს და ამ ომში გადავრჩებით, ამ გოლიათს ხერხემალში გადავამტვრევთ“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. 

მინისტრმა დასძინა, რომ უკრაინა ომის პირველივე დღეებიდან იმარჯვებს პოლიტიკურ ასპარეზზე. მისი თქმით, პარტნიორი ალიანსის წყალობით უკრაინის არმია ბრძოლის ველზე გამარჯვებამდე მივა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 გამოკითხვა - თქვენი აზრით, როგორ გაგრძელდება რუსეთ-უკრაინის ომი?

🔴 „გერმანია გაზს კანადისგან შეიძენს“ - ოლაფ შოლცი

🔴 რუსი სამხედრო მეთაურები უკრაინაში უშუალოდ პუტინს ექვემდებარებიან - ISW

🔴 მსოფლიომ უნდა გააგრძელოს დაჟინებით მტკიცება, რომ ყირიმი უკრაინაა - ენტონი ბლინკენი

🔴 ოკუპანტები იტაცებენ უკრაინელ ბავშვებს და აშვილებენ რუსულ ოჯახებში - ISW

🔴 „ომის ყველაზე ცუდი სცენარი უკან მოვიტოვეთ“ - ოლექსეი რეზნიკოვი