COVID-19

„74 გარდაცვლილი საზოგადოების საერთო ტრაგედიაა“ - გიორგი ფხაკაძე

გიორგი ფხაკაძე
1629540689
დაკოპირებულია

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში დღევანდელ კოვიდსტატისტიკას ეხმაურება.

74 გარდაცვლილი და რეალური ციფრი იცით, რამდენია - 150. ამ ციფრების უკან უამრავი გაუბედურებული ოჯახი, ახლობლის დაკარგვით გამწარებული და სასოწარკვეთილი ადამიანები დგანან. ეს საზოგადოების საერთო ტრაგედიაა. ჩვენ ყველამ წავაგეთ დღეს, კიდევ ერთხელ… დიახ, ეს ბრძოლა წაგებულია და მსხვერპლი არის უდიდესი.

სამწუხაროდ, ხვალ ისევ მომიწევს ამგვარი პოსტის დადება …. დამნაშავე ვინ არის … ჩემზე უკეთ იცით … ვინც ნებისმიერ ხალხმრავალ შეკრებას აწყობს, არის ქვეყნის მოღალატე, ვინც ნებისმიერი სახით ეწინააღმდეგება ვაქცინაციას, ის არის ქვეყნის მოღალატე. სამედიცინო პირბადეს ვინც ყიდის დღეს 10 თეთრზე მეტად, უბრალოდ, ქვეყნის მოღალატეა. დღეს წავაგეთ ბრძოლა…. მაგრამ ომი ჯერ არ წაგვიგია, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ ომში“, - წერს გიორგი ფხაკაძე.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

👉 „ცა და დედამიწაა განსხვავება აუცრელ და აცრილ ადამიანებს შორის“

👉 „ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება ნაადრევია“

👉 „ყველა პარამეტრი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კრიტიკულია“

👉 „სამედიცინო პერსონალს დღეს ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა აქვს“

👉 „ომია ქვეყანაში, ომში ვართ ამ ვირუსთან“