მთავარი

ძიება

ვიდეო

კონტაქტი

უკრაინაში MiG-29 გამანადგურებელმა კატასტროფა განიცადა

MiG-29

უკრაინაში Mig-29 ტიპის გამანადგურებელმა თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, კატასტროფა იმ დროს მოხდა, როცა თვითმფრინავი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ აეროდრომზე ეშვებოდა.

„დაშვების დროს საბრძოლო მისიის შესრულების შემდეგ, MiG-29 გამანადგურებლის პილოტი, 1979 წელს დაბადებული მაიორი ბონდარ სერგეი ვიქტოროვიჩი გარდაიცვალა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

სარდლობამ დასძინა, რომ ინციდენტის მიზეზები და გარემოებები დგინდება და ასევე, სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს.