მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არავაქცინირებული მოსახლეობა პანდემიის დასრულებას საფრთხეს უქმნის - ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი
1642763415
COVID-19

„არავაქცინირებულმა ადამიანებმა კორონავირუსის ენდემურ დაავადებად გადაქცევას, შეიძლება ხელი შეუშალონ“, - ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტური, უსაფრთხო საშუალება, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა არ გამოიყენა, რაც ართულებს ჩვენს პასუხს საშინელ გამოწვევაზე. ყველაზე უარესი სცენარი არის ის, რომ მივიღებთ ვარიანტებს, რომლებიც რეალურად გაურბის იმუნურ დაცვას“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

მისი თქმით, კორონავირუსი შეიძლება გახდეს ენდემური წელს, თუმცა დასძინა, რომ პანდემია დასრულდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაავადება არ გამოიწვევს ადამიანების სიკვდილს.

„დასასრულებლად აუცილებელია - ვაქცინირებული, დაბუსტული, გამოჯანმრთელებული და იმუნიტეტის კარგი ხარისხის მქონე ადამიანების ჯგუფი“, - დასძენს ფაუჩი.

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი, გაკვირვებულია იმ ადამიანების რაოდენობით, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაზე.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⚫ „პანდემიის გაქრობაზე საუბარი უნდა დაიწყოს“ - დავით გადელია

 „უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად“ - პაატა იმნაძე 

 COVID 19-მა შესაძლოა, დააჩქაროს ისეთი დაავადებების განვითარება, როგორიცაა ალცჰაიმერი ან პარკინსონი - ზაზა წერეთელი

⚫ „ომიკრონისთვის“ რეინფიცირება დამახასიათებელია, მოსალოდნელია გაორმაგებული ყოველდღიურ ინფიცირებულთა რიცხვი“ - ეპიდემიოლოგები

⚫ არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად - ბიძინა კულუმბეგოვი